ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სალეჰი ამერიკაში მიემგზავრება


სალეჰი ამერიკაში მიემგზავრება
სალეჰი ამერიკაში მიემგზავრება

ვიზიტი ხანმოკლე იქნება და მას ქვეყანაში შესვლის უფლება მხოლოდ აუცილებელი მკურნალობის გამო ეძლევა

შეერთებული შტატები იემენის პრეზიდენტს ალი აბდულა სალეჰის უფლებას აძლევს მოკლე ხნით სამკურნალოდ ამერიკაში ჩამოვიდეს.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ კვირას გამოცემულ პრესრელიზში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ბატონი სალეჰის ვიზიტი ხანმოკლე იქნება და მას ქვეყანაში შემოსვლის უფლება მხოლოდ აუცილებელი მკურნალობის გამო ეძლევა.

კვირას დილითვე მან ქვეყნის დედაქალაქი სანა დატოვა. გამოსამშვიდობებელ სიტყვაში მან იემენლებს სთხოვა მიეტევებინათ მისთვის უკანასკნელი 33 წლის მმართველობის პერიოდში დაშვებული შეცდომები. ის მხარდამჭერებს ქვეყანაში დაბრუნებას და მმართველი პარტიის -სახალხო კონგრესის- ხელმძღვანელობის გაგრძელებას დაპირდა.

XS
SM
MD
LG