2010 წელი საფრანგეთმა რუსეთთან დაახლოვების წლად ჩაწერა ისტორიაში. ოფიციალურმა პარიზმა მოსკოვი თავის პრივილეგირებულ პარტნიორად აქცია და მასთან როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკრი თვალსაზრისით არაერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ორ ქვეყანას შორის ამ ისტორიულ დაახლოვებას რომ მაღალკულტურული ელფერიც შესძენოდა, პრეზიდენტების ნიკოლა სარკოზისა და დიმიტრი მედვედევის გადაწყვეტილებით 2010 საფრანგეთში რუსეთის წლად ხოლო რუსეთში კი საფრანგეთის წლად გამოცხადდა. საფრანგეთისა და რუსეთის დაახლოვებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოზეც იმოქმედა რაც, პირველ რიგში, სამხედრო გემ „მისტრალის“ შესახებ ფრანგულ-რუსულ გარიგებაში გამოიხატა. გარიგება, რომელიც დღემდე მტკივნეულ საკითხად რჩება საქართველოსთვის. როგორ გავლენას ახდენს ფრანგულ-რუსული პარტნიორობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობაზე? რამდენად მნიშვნელოვანი იყო 2010 წელი ამ თვალსაზრისით და რა პერსპექტივები შეინიშნება ახალი 2011 და მომდევნო წლებისათვის?
ამ თემაზე ამერიკის ხმა საქართველოს სრულუფლებიან ელჩს საფრანგეთში ბ-ნ მამუკა კუდავას ესაუბრა.
- 2010 წელი აღინიშნა საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტით. ფრანგულ-რუსული დაახლოვების ფონზე რა კონკრეტული შედეგები მოიტანა სააკაშვილი-სარკოზის შეხვედრამ ?
- 2010 წელი განხილული იქნა საფრანგეთის სხვადასხვა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტრულ წრეებში როგორც რუსეთის წელი. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა რამდენიმე წლის წინ გასაგები მიზეზების გამო. საფრანგეთს აქტიური პოლიტიკა აქვს მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებთან. ეს გამოიხატება პოლიტიკური, ეკონომიკური გააქტიურებით და კულტურული ღონისძიებების სიმრავლით. ასეთი წელი ჩვენ გვქონდა დაახლოვებით 12 წლის წინ საფრანგეთში როცა საქართველომ უამრავი ღონისძიება ჩაატარა საფრანგეთის ტერიტორიაზე. 2010 წელსაც, კულტრული სეზონების მიხედვით ერთ თვიანი ღონისძიებები გაიმართა პარიზში. ასე რომ, რუსეთთან დაახლოვების მიუხედავად 2010 წელს საფრანგეთმა კვლავაც აქტირად გააგრძელა ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსთან რაც გამოიხატა კიდევაც საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტით პარიზში ივნისის თვეში რომლის დროსაც იგი მიღებლი იქნა ელისეს სასახლეში პრეზიდენტ სარკოზის მიერ ისევე როგორ შემდეგში პრემიერ მინისტრისა და სხვა ხელმძღვანელი პირების მიერ.
2010 წელი გამორჩეული იყო, რა თქმა უნდა, რუსეთთან გააქტიურებით მაგრამ ამავე დროს, ეს პოზიცია პრეზიდენტის ვიზიტის დროსაც გამოხატა ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ რომ რუსეთთან დაახლოვება არ ნიშნავს საქართველოსთვის ზურგის შექცევას. პირიქით, ისინი არ მალავენ და ამაში ეჭვი არ გვეპარება რომ საფრანგეთს რუსეთთან დაახლოვების შედეგად სურს გარკვეულწილად დაეხმაროს საქართველოსაც იმით რომ უფრო აშკარად, ცალსახად და უფრო მკვეთრადაც დააყენოს ის პრობლემატიკა რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ეხება. 2010 წლის განმავლობაში პრეზიდენტი სარკოზი რამდენჯერმე შეხვდა არამარტო პუტინს არამედ მედვედევსაც და ყველა შეხვედრაზე ჩვენი ინფორმაციით დაყენებლი იქნა საქრთველოს პრობლემატიკა. სწორედ ამის შედეგია ის რომ რუსეთმა როგორც იქნა გაიყვანა თავისი ჯარები ფერევის სოფლიდან. ეს უფრო სიმბოლრი აქტია მაგრამ იმაზე მეტყველებს რომ პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლა მიმდინარეობდა არამარტო ევროკავშირის, ამერიკის მხრიდან არამედ კონკრეტული ქვეყნების, მათ შორის საფრანგეთის მხრიდან.
- თავდაპირველად, საფრანგეთმა მხარი დაუჭირა საქართველოს გაწევრიანებას საერთაშორისო ორგანიზაციებში მაგრამ, 90-იანი წლებისგან განსხვავებით, დღეს მხარს აღარ უჭერს ნატოს გაფართოვებას, საქართველოს ინტეგრაციას არც ნატოში და არც ევროკავშირში. მართალია, მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა როგორც მედიატორმა 2008 წლის შეთანხმებაში მაგრამ დიპლომატიურად დღემდე არ დაუდანაშაულებია რუსეთი. რამდენად მისაღებია დღეს საფრანგეთის ასეთი პოზიცია საქართველოსთვის ?
- აქ ორი მომენტია. პირველი ის რომ საფრანგეთი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას პოლიტიკურად. მიუხედავად იმისა რომ თავდაცვის მინისტრმა რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში სიტყვა „აგრესია“ ახსენა, ოფიციალურ განცხადებებში პარიზის მხრიდან ასეთი რამ არ თქმულა და ამაში გეთანხმებით. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც რომ საფრანგეთი გახლავთ ის ქვეყანა რომელმაც რუსეთი აიძულა 2008 წელს რომ ხელშეკრულებაზე ხელი მოეწერა და იმ პირად დიალოგში რომელსაც იგი ახორციელებს მოსკოვთან, ჩვენი საკითხი ყოველთვის არის დღის წესრიგში. ჩვენი ფრანგი კოლეგების განმარტებით, მათ უნდათ რომ დაიტოვონ გარკვეული მანევრის უფლება იმისთვის რომ რუსეთთან ჰქონდეთ ზეწოლის კონსტრქციული პრესის მოხდენის საშუალება. მეორე საკითხო რომელიც დასვით, იმასაც გულისხმობს რომ არ არის ყოველთვის პარტნიორებსა და მეგობრებს შორის პოზიციათა თანხვედრა ნებისმიერ საკითხზე. ეს ეხება საფრანგეთსაც და საქართველოსაც. მაგალითად, ეს გამოიხატა მისტრალის საკითხში. პრეზიდენტის ვიზიტის დროსაც 2010 წლის ივნისში განხილული იქნა ეს საკითხი და ჩვენ აღვნიშნეთ რომ ეს არის ჩვენთვის პრობლემა რადგანაც ვიცით რომ რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ეს ჩვენს წინააღმდეგ და ამდენად არ გვესმის ჩვენი მეგობრების, ჩვენი პარტნიორების გადაწყვეტილება. საფრანგეთმა გადაწყვიტა და ეს მისი სუვერენული უფლებაა მაგრამ ამავე დროს მეგობრებტან გამოვხატავთ ჩვენს ცალსახა შეშფოთებას. ფრანგების ის პოზიცია რომ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების გზით აიძულებენ მას ამათუიმ კონსტრუქცილ ნაბიჯზე წასვლას, ეს ჩვენთვის მთლად მისაღები არ არის.
- საფრანგეთი საქართველოს მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად არ მოისაზრება. მისი ინვესტიციები საქართველოში ძალიან მცირეა სხვა ქვეყნებთან შედარებით. რა არის ამის მიზეზი და როგორია დღეს საქართველოს საელჩოს როლი ფრანგული ინვესტიციების მოზიდვაში ?
- აბსოლუტურად გეთანხმებით. არავის აკმაყოფილებს ის დონე რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების მხრივ. ორი მიზეზი შეიძლება არსებობდეს ამის ასახსნელად. პირველი ის რომ ისტორიულად საფრანგეთი არ არის ჩვენს რეგიონში განსაკუთრებული მოთამაშე. მას სხვა კონტინენტებზე გაცილებით ფართო ინტერესები აქვს. მეორე ის, რომ საფრანგეთის ბიზნეს საზოგადოება, ბიზნეს წრეები არ არიან ისეთი აქტიურები სხვა ევროპულ სახელმწიფოებთან შედარებით როგორებიც არიან მაგალითად ინგლისი, გერმანია, იტალია, ესპანეთი და ა.შ. მათ გაცილებით უფრო ფრთხილი დამოკიდებულება აქვთ ახალ ბაზრებთან მიმართებაში ვიდრე მათ პარტნიორებს თუნდაც ევროკავშირის ქვეყნებში. მიუხედავად ამ ლოგიკური მიზეზებისა, უნდა აღინიშნოს რომ ჩვენი ურთიერთობები მაინც ფართოვდება. პირადად მე და საელჩოს თითოეული წევრი აქტიურად ვართ ამაში ჩართული იმიტომ რომ ერთერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყნისთვის სწორედ ინვესტიციების მოზიდვაა. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი შეხვედრა, ბიზნეს ფორუმი და ვიზიტი მოვაწყოთ პარიზში ისევე როგორც თბილისში რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესმენები საფრანგეთიდან იმისათვის რომ მათ მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ ჩვენს ქვეყანაზე, განსაკთრებით, იმ ბიზნეს გარემოზე რომელიც ჩვენ შევქმენით ქვეყანაში. 2010 წლის ნოემბერში დიდი ბიზნეს ფორუმი მოვაწყეთ საფრანგეთის ბიზნეს ასოციასთან MEDEF რომელიც ყველა განსაკუთრებით დიდ კომპანიას მოიცავს და ეს კონტაქტები გრძელდება. რამდენიმე კვირის წინ მოვაწერეთ ხელი საფრანგეთის მთავარი სარკინიგზო კომპანიის მიერ თბილისის შემოვლითი გზის ახლიდან აშენებას, ისევე როგორც ფრანგული კომპანიები მონაწილეობენ ბათუმის ჩქაროსნული გზის მშენებლობაში. ასევე, თბილისში შეიქმნა საფრანგეთის ბიზნეს საბჭო. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ყველაფერი კარგად არის. თუ შევადარებთ საფრანგეთის ინვესტიციებს სხვა ქვეყნების ინვესტიციებთან როგორებიც არის სხვა მთავარი ევროპული ქვეყნები, ჩანს რომ ფრანგები გაცილებით ნეიტრალურები და ფრთხილები არიან მაგრამ ეს არის დროის საქმე. მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად ჩვენ შეგვიძლია კიდევ და კიდევ მეტი კომპანია დავაინტერესოთ საფრანგეთიდან.
- საფრანგეთი მხარს უჭერს რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რასაც საქართველო ეწინააღმდეგება გარკვეული მიზეზების გამო. რა შედეგს მოიტანს ეს წინააღმდეგობა საქართველოსთვის ?
- ჩვენი პოზიცია ახსნილი აქვს არა მარტო საფრანგეთს არამედ ევროკავშირს და აშშ-ს რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის გაწევრიანებას სავაჭრო ორგანიზაციაში რადგან ამ ნაბიჯით მათ სურთ რუსეთი ჩართონ ცივილიზებული ქცევების ჩარჩოებში, თუნდაც იმიტომ რომ რუსეთს უამრავი გადაწყვეტილება ეკონომიკურ და ბიზნეს ურთიერთობებში გამოაქვს პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე. ის ავტორიტარული ხელმძღვანელობა რომელიც მოსკოვშია ცალსახად იღებს გადაწყვეტილებას ოლიგარქებისა თუ მათი პირადი ინტერესების მიხედვით. ამერიკას ისევე როგორც ევროკავშირს და სხვა ბევრ ქვეყანას სურს რუსეთი იხილოს იმ ჩარჩოებში რასაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ჰქვია რომელშიც ყველა ნებისმიერი საფუძველს მოკლებული გადაწყვეტილება, იქნება ეს სანქციები თუ ტარიფების გაზრდა უცხო პროდუქტზე, იქნება შემდეგ განხილული დამოუკიდებელი არბიტრის მიერ და უკან გაწვეული. ჩვენი მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას და ეს ჩვენთვისაც სასარგებლოა განსაკუთრებით მაშინ როცა არაბუნებრივი მიზეზების გამო პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ეკონომიკური ემბარგოს ქვეშ ვართ. ასეთი გადაწყვეტილებები განხილული იქნება ჟენევაში ორგანიზაციის ფარგლებში და მიღებული იქნება, დარწმუნებული ვარ, ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება. იმისათვის რომ ამას მხარი დავუჭიროთ, ჩვენ ვითხოვთ : ორ ქვეყანას შორის თუ არსებობს სავაჭრო ურთიერთობები, მათ შორის უნდა არსებობდეს ლეგალური ვაჭრობა რაც მოითხოვს საზღვარზე არსებულ საბაჟოს. ეს საბაჟო ყველამ კარგად ვიცით რომ არ არსებობს რადგან ტერიტორიები ოკუპირებულია. ჩვენ რუსეთის გასაწევრიანებლად აფხაზეთს და ოსეთს ვერ მოვითხოვთ რადგან ეს საკითხი არ ეხება მსოფლიო სავჭრო ორგანიზაციას მაგრამ იმას ნამდვილად მოვითხოვთ რომ ჩვენს საზღვარზე ანუ ფსოუსა და როკზე იდგნენ მებაჟეები ორივე მხრიდან რომელთაც შეეძლებათ ამა თუ იმ სავაჭრო ურთიერთობებისა და პროდუქტების გადასვლა-გადმოსვლის კონტროლი. ეს ახსნილი აქვთ ჩვენს ფრანგ კოლეგებსაც ისევე როგორც ევროკავშირსა და აშშ-ს რომლებსაც ვთხოვთ რომ დაარწმუნონ რუსეთი, რომელსაც განზრახული აქვს რომ საერთოდ არ დაელაპარაკოს საქართველოს, რომ საჭიროა ორმხრივი ურთიერთობები და მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით. სხვა შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ დავუჭერთ ამ გადაწყვეტილებას მხარს.
- თქვენ ამბობთ რომ 2011 წელი დიპლომატიური თვალსაზრისით რთული წელიწადი იქნება ?
- რა თქმა უნდა, რთული იქნება და სამწუხაროდ რთული იქნება კიდევ მრავალი წელი. სანამ რუსეთში არ იქნება დემოკრატიული ხელისუფლება ჩვენ ყოველთვის მოგვიწევს ძალების კონცენტრაცია რომ ჩვენი პარტნიორების მეშვეობით მოვახდინოთ მათი მუდმივი წნეხის ქვეშ ყოფნა. ის რომ უამრავი პარლამენტი აღიარებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას რუსეთის მხრიდან ამაზე უამრავი დიპლომატიური ძალისხმევა დაიხარჯა. ჩვენ იმედი გვაქვს რომ ევროკავშირი და სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოები ამის შესახებ მალე განაცხადებენ. ეს დიპლომატიური ზექოლა რუსეთზე აუცილებელია. ეს რომ არ მოგვეხდინა, ჩვენ ალბათ კოსოვოს სცენარს ვერ ავცდებოდით. ჩვენ მოვახერხეთ ის რომ შევაჩერეთ მასიური აღიარება არამარტო ჩვენ არამედ ჩვენმა პარტნიორებმაც დიდი როლი ითამაშეს, დაგვეხმარნენ სხვადასხვა კონტინენტზე სხვადასხვა ქვეყნების დაჯერებაში რომ ამ შემთხვევაში რუსეთთან აყოლა იქნებოდა არა მარტო საერთაშორისო კანონების დარღვევა არამედ იქნებოდა არაკონსტრუქციული და უარყოფითად იმოქმედებდა მსოფლიო წესრიგზე რომელიც შექმნილია სწორედ სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებზე ჩაურევლობის პრინციპზე.