ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მესამე ვადა კრემლში


ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში გამართულ საპრეზიდენტო ინაუგურაციაზე საზეიმო ფიცი დადო. კრემლში გამართულ ცერემონიალს 2 000-მდე სტუმარი ესწრებოდა. მესამე ვადით არჩეულმა პრეზიდენტმა ქვეყნის კონსტიტუციაზე ხელის დადებით რუსეთის მოქალაქეებს „ადამიანის უფლებების და თავისუფლებების პატივისცემა და დაცვა“ შეჰფიცა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნებზე პუტინის სასარგებლოდ მომხდარი დარღვევები დააფიქსირეს. მსოფლიო ლიდერებმა კი პუტინს საკმაო თავშეკავებით მიულოცეს.

მოსკოვის პოლიცია დღეს განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდა. კვირას ოპოზიციამ დედაქალაქში პრეზიდენტის საწინააღმდეგო მიტინგი მოაწყო, რომელშიც მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მდინარე მოსკოვის ნაპირზე სამართალდამცავებს და მიტინგის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 250-ზე მეტი აქტივისტი დააპატიმრეს. ტელეკომპანია „სი-ენ-ენის“ ცნობით დაპატიმრებულებს შორის ცნობილი ოპოზიციური ლიდერები - ალექსეი ნავალნი, სერგეი უდალცოვი და ბორის ნემცოვიც - არიან.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG