ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ლიდერი საბოტაჟის მომწყობ პირებს ადანაშაულებს


სირიის ლიდერი საბოტაჟის მომწყობ პირებს ადანაშაულებს

სირიის პრეზუდენტი აცხადებს, რომ სირიაში ვერანაირი რეფორმა ვერ განხორციელდება ვანდალიზმის საშუალებით. ასადმა დღეს გამოსვლისას აღნიშნა, რომ დივერსანტები შექმნილი მდგომარეობით სარგებლობენ და რომ სირიაში სტაბილობის გარეშე არაფერი მოხდება.

დღევანდელი გამოსვლა ასადის რიგით მესამე მოხსენებაა მას შემდეგ რაც ანტი-სამავრობო პროტესტები დაიწყო მარტის შუა რიცხვებში.

ასადმა განაცხადა, რომ ჩამოაყალიბებს კომიტეტს, რომელიც სირიის კონსტიტუციაში შესატან რეფორმებს შეისწავლის.

მოხსენებამდე ადრე, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა უილიამ ჰეიგმა პრეზიდენტ ასადს მოუწოდა განახორციელოს რეფორმა ან არადა გადადგეს. ჰეიგმა გამოთქვა იმედი, რომ სირიაზე ზეწოლას მოახდენს თურქეთიც და რომ ანკარა მას შეახსენებს, რომ იგი [ასადი] ლეგიტიმურობას კარგავს.

XS
SM
MD
LG