ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა


2012 წლის 7 მარტს ნატოს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომა ელჩების დონეზე ჩატარდა. ქართულ დელეგაციას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ხელმძღვანელობდა.

ალიანსის წევრებმა მადლიერება გამოხატეს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის.

შეხვედრაზე მიღებულ იქნა დოკუმენტი ნატოსთან საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლბის გაღრმავების შესახებ. დოკუმენტი ნატო-სა და საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების გზებს ასახავს, როგორც პოლიტიკური დიალოგის ასევე საქართველოსა და ალიანსის საერთო ინტერესებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე კონკრეტული სფეროების მიმართულებით.

გიგა ბოკერიამ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო მყარად დგას ნატოსკენ მიმავალ გზაზე და ნაბიჯ ნაბიჯ წინ მიიწევს წევრობისკენ. ბოკერიამ აღნიშნა, რომ თანამშრომლობა ხორციელდება არა მარტო საქართველოს საკითხის გარშემო არამედ სხვა თემებზეც, როგორიცაა საერთშორისო რეგიონალური და მსოფლიო უსაფრთხოების გამოწვევების საკითები. ეს კი ისეთივე თანამშრომლობაა როგორი თანამშრომლობაც რეალურ წევრებს შორის არსებობს.

გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ჩიკაგოს სამიტი არ იქნება გაფართოების სამიტი, თუმცა ეს თემა შესაძლოა განხილულ იქნას. ჩიკაგოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი აისაფი იქნება. "ეს საკითხი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც ავღანეთი ჩვენთან გეოგრაფიულად ახლოა და იქ განვითარებული მოვლენები პირდაპირ კავშირშია ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასთან. ამასთანავე, ჩვენ ვართ პარტნიორი ქვეყანა და შესაბამისად, ამ ოპერაციაში მონაწილეობით მსოფლიო უსაფრთხოებაში გარკვეული წვლილი შეგვაქვს."

ეროვნული საბჭოს უშიშროების მდივანმა აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ საქართველო ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად ასპირანტ ქვეყნად მოიხსენიეს.ეს კი მნიშვნელოვანი გზავნილია და საქართველოს არ აძლევს მოდუნების უფლებას.

ბოკერიამ გაიხსენა ბუქარესტის სამიტი, სადაც ითქვა რომ საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი. წევრობისკენ მიმავალ გზაზე კი საქართველო ვალდებულებია მაქსიმალურად გამოიყენოს ის შესაძლებლობები და რესურსები რაც მას გააჩნია.

XS
SM
MD
LG