ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი ცხინვალში ჩატარებულ არჩევნებს არ ცნობს


აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი ცხინვალში ჩატარებულ არჩევნებს არ ცნობს

შეერთებული შტატები სამხრეთ ოსეთში გამართულ არჩევნებს არ აღიარებს, ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები არ ცნობს 13 ნოემბერს სამხრეთ ოსეთში გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის ლეგიტიმურობას და მათ შედეგებს „ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიდე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გულისხმობს შეიარაღებული ძალების კონფლიქტამდე პოზიციებზე დაბრუნება და ჰუმანიტარული დახმარებისს შესვლას სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონებში,“- განაცხადა ტონერმა.

XS
SM
MD
LG