ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკონომიკური ზარალის ოდენობა დგინდება


ეკონომიკური ზარალის ოდენობა დგინდება
ეკონომიკური ზარალის ოდენობა დგინდება

ორ მილიონამდე ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

პარასკევს, იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის და ცუნამის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ზარალის სრული შეფასება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, მაგრამ ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ დანაკლისი შესაძლოა ისტორიის მანძილზე ყველაზე ძვირადღირებული იყოს.

ასობით მანქანათმწარმოებელი კომპანია, ტოიოტასა და ნისანის ჩათვლით, მიყენებული ზარალის ან ელექტროენერგიის არარსებობის გამო დაკეტილია. კეთდება გაფრთხილებები მთელი ქვეყნის მასშტაბით ენერგო სისტემაში მოსალოდნელი პრობლემების შესახებ.

განადგურებულია ათასობით საცხოვრებელი სახლი. ორ მილიონამდე ოჯახი ელექტროენერგიის და წყლის გარეშეა დარჩენილი.

ამერიკაში არსებულმა საკონსულტაციო ჯგუფმა-AIR Worldwide-დღეს განაცხადა, რომ სადაზღვეო კომპანიების ზარალი განადგურებული ქონებიდან დაახლოებით 15-35 მილიარდი დოლარი იქნება.

XS
SM
MD
LG