ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას პოლიტიკას ამერიკელები არაერთგვაროვნად აფასებენ


ობამას პოლიტიკას ამერიკელები არაერთგვაროვნად აფასებენ
ობამას პოლიტიკას ამერიკელები არაერთგვაროვნად აფასებენ

ქვინიპიაკის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვის თანახმად ამერიკელების უმრავლესობას პრეზიდენტი ობამას პიროვნება მოსწონს. მაგრამ, როცა საქმე მის საშინეო და საგარეო პოლიტიკას ეხება, საზოგადოების შეხედულება არც ისე ერთგვაროვანია, აცხადებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ექსპერტი პიტერ ბრაუნი.

„ოთხიდან თითქმის სამი ამერიკელი, ანუ გამოკითხულების 74 პროცენტი ამბობს, რომ პრეზიდენტი ობამა მათ როგორც პიროვნება მოსწონთ, მაგრამ მხოლოდ 42 პროცენტს მოსწონს მისი საქმიანობა. ამ ორ მაჩვენებელს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების დროს გადამწყვეტი მნიშნველობა იმას ექნება პრეზიდენტის პიროვნულ მახასიათებლებს მიენიჭება უფრო მეტი მნიშვნელობა თუ მის პოლიტიკურ მიღწევებს.“

ბატონი ობამა ამბობს, რომ ეკონომიკის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის გატარებულ პოლიტიკას დადებითი შედეგი უკვე მოჰყვა. მაგალითად, უახლესი მაჩვენებლებით, ამერიკაში უმუშევრობის დონე 9 პროცენტზე დაბლა დაეცა, რაც ბოლო ორი წლის მანძილზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

„სწორედ ეს არის პროგრესი და ჩვენ სიჩქარე არ უნდა შევამციროთ,“ აცხადებს პრზიდენტი ობამა.

უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ობამას რეიტინგი გაუმჯობესდა. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მეორე ვადით ობამას არჩევა 2012 წლის ნოემბერში ეკონომიკის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

საზოგადოებრივი სამაუწყებლო არხი სისპენის ანალიტიკოსი ჩარლი ქუქი აცხადებს,რ ომ განსაკუთრებით საყურადღებო უმუშევრობის მხრივ არსებული მდგომარეობა იქნება:

„მე მირჩევნია უმუშევრობის მაჩვენებელი ვიცოდე, რადგან, ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში ეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რაიმე სხვა. ამით იმას არ ვამბობ, რომ რესპუბლიკელ კანდიდატს მნიშვნელობა არ ექნება. საყურადღებო ისაა, რომ პრეზიდენტის მეორე ვადით არჩევას, როგორც წესი, რეფერენდუმის ხასიათი აქვს და ხალხი პრეზიდენტის განვლილ საქმიანობას, განსაკუთრებით კი მის ეკონომიკურ პოლიტიკას აფასებს.“

რამდენიმე თვეში რესპუბლიკელი კანდიდატები ძალას მოიკრებენ და წინასაარჩევნო კამპანიას დაიწყებენ. გასულ წლებთან შედარებით, წელს რესპუბლები შედარებით პასიურები არიან.

წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა ნიუტ გინგრიჩმა ცოტა ხნის წინ ვებ გვერდი გახსნა, სადაც ამომრჩეველს აზრს ეკითხება საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობის შესახებ. მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატორი მიტ რამნი კი პრეზიდენტი ობამას ჯანდაცვის რეფორმას აკრიტიკებს. მისი თქმით:

„ერთი რასაც არასოდეს გავაკეთებ არის ის, რომ არ შევლახავ შტატების საკონსტიტუციო უფლებებს. მე ობამას ჯანდაცვის რეფორმას გავაუქმებ.“

ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ რესპუბლიკელები ნელი ტემპით იწყებენ წინასაარჩევნო კამპანიას და ამას იმის გამო აკეთებენ, რომ ფიქრობენ, რომ ობამას რეიტინგი იმდენად გაუმჯობესდა, რომ მის წინააღმდეგ კამპანიის ამ ეტაპზე დაწყება არამომგებიანი იქნება.

ამ მოსაზრებას ყველა რესპუბლიკელი არ იზიარებს და ნაწილი მათგანი აღიარებს რა ობამას რეიტინგის მომატებას, ასევე აცხადებს, რომ პრეზიდენტს გარანტირებული მოგება ჯერ არ აქვს და 2012 წლამდე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს.

XS
SM
MD
LG