ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სილვიო ბერლუსკონი თანამდებობას ტოვებს


სილვიო ბერლუსკონი თანამდებობას ტოვებს

იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი თანამდებობიდან გადადგა, რამაც მისი 17 წლიანი მმართველობა დაასრულა. მთელი ეს პერიოდი მის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებებით და მისი მონაწილეობით სექსუალური სკანდალებით იყო გარემოცული, რასაც ბოლოს ბერლუსკონის მიერ იტალიის ვრცელი სახელმწიფო დავალიანების უმართაობაც დაემატა.

ბერლუსკონიმ გადადგომის შესახებ შაბათს საღამოს იტალიის პრეზიდენტს ჯორჯიო ნაპოლიტანოს ოფიციალურად აცნობა. შაბათსვე, ამ ცნობის გამოცხადებას ათასობით იტალიელი საპრეზიდენტო სასახლის წინ მხიარული შეძახილებით შეეგება.

იტალიის პრეზიდენტი ქვეყნის გარდამავალი მთავრობის ხელმძღვანელობას, სავარაუდოდ, ევროკავშირის კომისიონერს მარიო მონტის თხოვს.

XS
SM
MD
LG