ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბერლუსკონი უდანაშაულოა - აცხადებს იტალიური სასამართლო


ბერლუსკონი უდანაშაულოა - აცხადებს იტალიური სასამართლო

იტალიის სასამართლომ მექრთამეობაში ეჭვმიტანილი ქვეყნის ყოფილი ლიდერის ბრალეულობა უსაფუძვლოდ სცნო

მილანის სასამართლოში იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის საქმე განიხილეს. დანაშაულის, კონკრეტულად კი მექრთამეობის ფაქტის დამტკიცების შემთხვევაში ქვეყნის ლიდერს, რომელიც იტალიას თითქმის 20 წლის მანძილზე მართავდა, ხუთწლიანი პატიმრობა ელოდა.

საქმე ბატონი ბერლუსკონის მიერ ბრიტანელი ადვოკატის, დევიდ მილსისთვის გადაცემულ თანხებს შეეხებოდა. იტალიელი პროკურორების მტკიცებით ქრთამის დანიშნულება იმაში მდგომარეობდა, რომ ადვოკატს 90-იან წლებში მიმდინარე სასამართლო პროცესზე ცრუ ბრალდებები უნდა წარმოედგინა.

მილიარდელ მედია-მაგნატს აღნიშნული ბრალდება არ დაუმტკიცდა.

ბატონმა ბერლუსკონიმ პრემიერის პოსტი შარშან ნოემბერში მიმდინარე საკრედიტო კრიზისის პირობებში დატოვა. სასამართლო პროცესის მოგების მიუხედავად ბერლუსკონს ჯერ კიდევ ბევრ ბრალეულობაზე მოუწევს ჩვენების მიცემა. მათ შორისაა არასრულწლოვან მეძავთან სქესობრივი ურთიერთობის დამყარების და უკანონო საქმიანი გარიგების რამდენიმე საქმე.

XS
SM
MD
LG