ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცვლილებები ეროვნული უსაფრთხოების გუნდში


ცვლილებები ეროვნული უსაფრთხოების გუნდში

პრეზიდენტი ობამა ამერიკის მომავალ თავდაცვის მდივნად ლეონ პანეტას ასახელებს.

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დღეს ეროვნული უსაფრთხოების გუნდში ცვლილებების შესახებ გააკეთა განცხადება. პრეზიდენტმა ამერიკის ახალ თავდაცვის მინისტრად ნომინაცია სადაზვერვო სააგენტოს ახლანდელ უფროსს ლეონ პანეთას გაუკეთა, რომელიც ამ პოსტზე რობერტ გეითსს შეცვლის.

თეთრ სახლში გამოსვლისას, ობამამ აღნიშნა, რომ პანეტას პატრიოტიზმის გრძნობა და მენეჯმენტის გამოცდილება სწრედ ის ღირსებებია, რომელიც ამერიკის ახალ მომდევნო თავდაცვის მინისტრს ესაჭიროება. იმავდროულად, პრეზიდენტის განცხადებით, პანეტამ სადაზვერვო სააგენტოში „გადამწყვეტი როლი“ შეასრულა ამერიკის ბრძოლაში ექსტრემიზმის წინააღმდეგ.

ამ ფონზე, აშშ ლიდერმა გენერალი დევიდ პეტრეუსი, რომელიც ავღანეთში ამერიკულ სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობს, ცენტრალური სადაზვერვოს თავკაცად დანიშნა.

ამერიკის ცენტრალური სარდლობის მეთაურის მოადგილე, გენერალი ჯონ ალენი ავღანეთში საომარი ოპერაციების ხელმძღვანელად დაასახელა. გამოცდილი დიპლომატი რაიან კროკერი კი ავღანეთში ამერიკის მომდევნო ელჩად წარადგინა.

XS
SM
MD
LG