დაკავებულია ორი შეიარაღებული პირი, რომელიც შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ბაზაზე შეღწევას ცდილობდა, დაკავებულია. მათ სამხედრო ფორმა და იარაღი აღმოაჩნდათ.
ფლორიდის შტატის ქალაქ ტამპას მახლობლად მდებარე მაკდილის საჰაერო ძალების ბაზის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაკავებული მამაკაცი და ქალი ბაზის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდნენ სათანადო პირადობის დამადასტურებელი საბუთების გარეშე. ბაზის საგუშაგოზე ყარაულებმა დაკავებულების ავტომანქანაში იარაღი და სამხედრო ფორმა აღმოაჩინეს.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.