ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში ისლამისტური პარტია ლიდერობს


ეგვიპტეში ისლამისტური პარტია ლიდერობს
ეგვიპტეში ისლამისტური პარტია ლიდერობს

ეგვიპტის საპარლამენტო არჩევნების პირველმა რაუნდმა გამოავლინა, რომ ეგვიპტის ისლამისტური პარტია 65 პროცენტის უპირატესობით ლიდერობს.

ეგვიპტის უმაღლესი საარჩევნო კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მუსლიმთა საძმოს თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 36 მთელი ექვსი მეათედი პროცენტი დააგროვა, სალაფისტების პარტიამ 24 მთელი ოთხი პროცენტი , ზომიერ ისლამისტების ვასატის პარტიამ კი ოთხი მთელი სამი მეათედი პროცენტი.

52 ინდივიდუალური კანდიდატებისთვის ხმის მიცემას ეგვიპტელები ორშაბათიდან გააგრძელებენ.

აღსანიშნავია,რომ საპარლამენტო არჩევენების პირველი რაუნდი ეგვიპტის მხოლოდ ცხრა პროვინციაში ჩატარდა, დანარჩენ 18 პროვინციაში ხმის მიცემა უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG