ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ხუთი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა


ავღანეთში ხუთი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა
ავღანეთში ხუთი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა

ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, კამიკაძემ ხუთი ფრანგი ჯარისკაცი ააფეთქა ავღანეთის აღმოსავლეთში.

ეს თავდასხმა ქაპისას პროვინციის თაგაბის რაიონში მოხდა, რომლის დროსაც ფრანგ ჯარისკაცებთან ერთად ერთი ავღანელი სამოქალაქო პირიც დაიღუპა.

ამ თავდასხმამდე ერთი დღით ადრე, ავღანეთში საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი იყო ჩასული, რომელმაც განაცხადა, რომ 2012 წლის მიწურულისთვის ავღანეთიდან 1000 ფრანგ ჯარისკაცს გაიყვანენ.

ამჟამად საფრანგეთს 4000 ჯარისკაცი ჰყავს ავღანეთში.

XS
SM
MD
LG