ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლატაკიაში 19 ადამიანი დაიღუპა


ლატაკიაში 19 ადამიანი დაიღუპა
ლატაკიაში 19 ადამიანი დაიღუპა

ქალაქზე იერიში ჯავშანტექნიკით განხორციელდა და ორი ადამიანი დაიღუპა.

სირიის სამთავრობო ძალებმა იერიში მიიტანეს ქალაქ ლატაკიაზე. ამჯერად იერიში ზღვიდანაც განხორციელდა. ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით, სამთავრობო ძლბეის მოქდებეის შედეგად დაიღუპა 19 ადამიანი. წინა დღეს კი ქალაქზე იერიში ჯავშანტექნიკით განხორციელდა და ორი ადამიანი დაიღუპა.

აქტივისტები აცხადებენ, რომ ქალაქს სანაპიროს მხრიდან ტყვიამფრქვევებით აღჭურვილი ნავები მიუახლოვდნენ, საიდანაც მოსახლოების მისამართით ცეცხლი გაიხსნა. სამთავრობო იერიში ქალაქ ლატაკიაზე მას შემდეგ განხორციელდა, რაც ქალაქის მოსახლეობამ განაახლა საპროტესტო აქციები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომის მოთხოვნით.

პარასკევს მსგავსი მოთხოვნით დემონსტრაციები სირიის ბევრ ქალაქში გაიმართა. პრეზიდენტ ასადის წინააღმდეგ ასევე ძლიერდება საერთაშორისო ზეწოლა. შაბათს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და საუდის არაბეთის მეფე აბდულამ ასადის მთავრობას დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალადობის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

XS
SM
MD
LG