ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაჯიკეთში 12 ისლამისტი მეამბოხე მოკლეს


ტაჯიკეთში 12 ისლამისტი მეამბოხე მოკლეს
ტაჯიკეთში 12 ისლამისტი მეამბოხე მოკლეს

ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამთავრობო ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთში ჩატარებული ოპერაციის შედეგად 12 ისლამისტი მეამბოხე მოკლეს.

აბდურაჰიმ ქაჰაროვის თქმით, ოპერაციის დროს სამთავრობო ძალების რამდენიმე თანამშრომელი დაიღუპა.

დღეს ჩატარებული ოპერაცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც სექტემბერში ალ ყაიდასთან დაკავშირებული დაჯგუფება - უზბეკეთის ისლამური მოძრაობა - სამხედრო ავტოკოლონას დაესხა თავს. თქავდასხმის შედეგად 28 ჯარისკაცი დაიღუპა.

ტერორიზმის ბრალდებით, წელს ტაჯიკეთში 17 ადამიანია დაკავებული.

XS
SM
MD
LG