ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანაზღაურება და გენდერული უთანასწორობა


ანაზღაურება და გენდერული უთანასწორობა
ანაზღაურება და გენდერული უთანასწორობა

ფედერალური მთავრობის ანგარიშვალდებულების ოფისის მონაცემების მიხედვით შეერთებულ შტატებში მამაკაცების ანაზღაურება აღემატება იმავე სამუშაოზე მომუშავე ქალბატონების შემოსავალს. სწორედ ამ უთანასწორობასთან დაკავშირებით გასულ კვირას ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში მოსმენა გაიმართა რომელმაც, როგორც კანონმებლების ისე მედიის ყურადღება მიიპყრო. კანონი რომელიც დამქირავებელს ავალდებულებს აღმოფხვრას გენდერული დისკრიმინაცია მალე სენტშიც განიხილება.

კვლევებმა ნათელყო რომ მენეჯერის თანამდებობაზე მყოფი მამაკაქცებისა და ქალბატონების ანაზღაურება განსხვავებულია. მაგალითად მამკაცებისთვის გადახდილ თითო დოლარზე, იგივე სამუშაოში ქალებს 81 ცენტს უხდიან. კომპანია კატალისტის წარმომადგენელი ილენ ლანგიამი ამის შესახებ შემდეგს აცხადებს:

- სიტუაცია გაყინულია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ათწლეულებია მიდის ამასთან დაკავშირებით მსჯელობა და ახალი შესაძლებლობების შექმნა, უთანასწორობა მაინც არსებობს.’’

წარსულში მსგავს დისკრიმინაციას ქალების ნაკლები განათლებით ხსნიდნენ, თუმცა გასული წლის მონაცემებით, აშშ-ში ბაკალავრისა და მაგისტრის წოდების 58 % -ი ქალებმა მოიპოვეს, ამასთან პირველად ამერიკის ისტორიაში სადოქტორო ხარისხის რაოდენობის მხრივ ქალებმა მამაკაცები დაჯაბნეს.

თუმცა კონგრესმენი ქალბატონი კაროლინ მალონი უკმაყოფილოა ანაზღაურებასთან დაკავშირებული უთანასწორობით.

- მიუხედავად იმისა რომ მიღებული უმაღელსი განათლების მხრივ წარამტებებია და ეს ნაპრალი შევსებულია, ჯერ კიდევ დიდი განსხვავებაა მამაკაცისა და ქალის ხელფასებს შორის.’’

თუმცა ზოგიერთი აღნიშნავს, რომ ხშირად ქალბატონები სამუშაოზე მიღების დროს იმდენად მომთხოვნები არ არიან , რამდენადაც მამაკაცები. მაგისტრის ხარისხის მქონე ქალები სასწავლებლის დამთავრების შემდეგ 4600 დოლარით ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ ვიდრე იგივე განათლებისა და გამოცდილების კაცები.

ერთ-ერთმა ტელეარხმა ხელფასზე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ექსპერიმენტიც კი ჩაატარა.

ექსპერიმენტის მონაწილე მამაკაცთა ნახევარმა ანაზღაურების მაქსიმუმი მოითხოვა, მაშინ როდესაც მსგავსი მოთხოვნა ქალბატონების მხოლოდ მესამედმა წამოაყენა.

კვლევების შედეგად კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გამომჟღავნდა , ქმარ- შვილიანი ქალები ოჯახის მქონე მამაკაცების ანაზღაურების 79 %-ს იღებენ , თუმცა ბევრი ამის მიზეზად კარიერაში წინსვლის ნაკლებ სურვილით ხსნიან , რასაც შესაძლოა სამუშაო საათების მატება და მივლინებები ახლდეს თან.

რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნდა იმ კომპანიების სახელები, რომლებიც ქალებს სამსახურში განსკუთრებულ სამუშაო პირობებს უქმნიან, მაალითად IBM, Bank of Amerika, და კომპანია Price WaterhouseCooper-ი სთავაზობს თავის ქალბატონ თანამშრომლებს დაბალანსებულ სამუშაო საათებს, მოქნილ სამუშაო გრაფიკსა და ზოგ შემთხვევაში სახლიდან მუშაობის საშუალებას. ასევე სამსახურთან არსებული საბავშვო ბაღებიც მათ განკარგულებაშია.

არსებული ეკონომიკის ფონზე, სადაც სამუშაო ძალის ნახევარს ქალები წარმოადგენენ, თანაბარი ანაზღაურება ექსპერტთა თქმით აუცილებელია რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი, ქალები იმ სამუშაო სექტორში უფრო აჰყავთ, რომელიც რეცესიის შედეგად ნაკლებად ზარალდება. გარდა ამისა ოჯახში მნიშვნელოვანი შენაძენების შესახებ გადაწყვეტილებას ძირითადად ქალები იღებენ. ამასთან უკანასკნელი კვლევების შედეგებით დადგინდა, რომ კომპანიები სადაც მმართველ თანამდებობებზე ქალები არიან სამუშაო ხარისისხის მაჩვენებლის მხრივ უფრო წარმატებულია.

XS
SM
MD
LG