ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კადაფის ძალების კონტრშეტევა


კადაფის ძალების კონტრშეტევა
კადაფის ძალების კონტრშეტევა

ლიბიის სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, ქვეყნის ლიდერის მუამარ კადაფის მომხრე ძალებმა ქალაქი ბრეგა აიღეს. კადაფის არმიის სამხედრო წყაროს ცნობით, ბრეგა შეიარაღებული ბანდებისგან გაწმინდეს. ფრანგული საინფორმაციო სააგენტოს რეპორტიორის ცნობით, კვირას გამთენიისას მან ქალაქიდან გამავალი რამდენიმე ამბოხებული ნახა, იმ დროს როცა ქალაქი კადაფის ძალების მიერ მძიმე არტილერიით იბომბებოდა. დასავლური წყაროები ასევე იუწყებიან, რომ შაბათს სამთავრობო ძალებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს ქალაქ მისურატზე, რომელიც დედაქალაქ ტრიპოლიდან 200 კილომეტრით არის დაშორებული. ასევე შაბათს ლიბიის მთავრობამ ჟურნალისტებს დაათვალიერებინა ქალაქები რას ლანუფი და ბინ ჯავადი, რომლებსაც მანამდე ოპოზიციური ძალები აკონტროლებდნენ.

XS
SM
MD
LG