ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბიპი ჭაბურღილს საბოლოოდ დალუქავს


ჭაბურღილის დროებითი დალუქვა ივლისში განხორციელდა.

გიგანტური ნავთობკომპანია "ბიპი" იმედოვნებს,რომ დღეიდან იწყებს დაზიანებული ჭაბურღილისთვის მუდმივი სარქველის მორგებას შეძლებს.

გუშინ კომპანიამ გამოაცხადა,რომ დალუქვის პროცესის პირველი ეტაპი იმ მიზეზის გამო შეწყვიტა,რომ ჭაბურღილზე ჰიდრავლიკური გაჟონვა დაფიქსირდა.

შეერთებული შტატების სასაზღვრო დაცვის ყოფილი ადმირალი თედ ალენი აცხადებს,რომ, ტექნიკოსებს რამდენიმე დღე დასჭირდებათ იმისთვის,რომ განისაზღვროს,თუ რამდენად სტაბილურია ჭაბურღილის მდგომარეობა მილის საბოლოო დალუქვამდე:

„ჩვენ უნდა განვსაზღვროთ წნევის ცვალებადობა ჭაბრუღილში,მას მერე,რაც სარქველი მილს საბოლოოდ დალუქავს“

აღსანიშნავია,რომ ჭაბურღილის დროებითი დალუქვა ივლისში მოხდა, თუმცა სამუშაოები მაშინვე დროებითი სარქველის მორგებას ითვალისწინებდა.

გუშინ შეერთებული შტატების მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია,რომ დალუქვამდე ჭაბურღილიდან 5 მილიონ ბარელამდე ნავთობი გადმოიღვარა. თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, ნავთობის ეს რაოდენობა მთლიანად არ ჩაღვრილა მექსიკის ყურეში და "ბიპის" მიერ ჩატარებულმა სამუშაოებმა, ამერიკის მთავრობის მითითებით, 8,000 ბარელი ნავთობის გადინებას შეუშალა ხელი.

XS
SM
MD
LG