ერაყის ოფიციალური პირების განცხადებით, კვირას ორი თავდასხმა მოხდა ალყაიდას მოწინააღმდეგე შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ. მათივე განცხადებით, კამიკაძე ტერორისტმა თავი აიფეთქა ბაღდადის სამხრეთ დასავლეთით მდებარე მთავრობის მხარდამჭერ სუნიტთა დაჯგუფების „ერაყის შვილების“ შენობასთან, შედეგად დაიღუპა 43 ადამიანი და 40 დაიჭრა.
მეორე აფეთქება ასევე კამიკაძე ტერორისტის მიერ იყო განხორციელებული, სირიის საზღვართან სუნიტთა შეიარაღებულ ადგილობრივ დაჯგუფების ლიდერების შეკრებაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია 3 ადამიანი.
ამ დროისათვის პასუხისმგებლობა მომხდარზე არავის აუღია. ბაღადადში ძალადობების რიცხვი გაზრდილია, განსაკუთრებით მარტის არჩევნების შემდეგ. უშიშროების ძალები მომხდარში ალყაიდას ადანაშაულებენ.