სლოვაკეთში საყოველთაო არჩევნები მიმდინარეობს.
მმართველი მემარცხენე პარტიის რეიტინგი ეკონომიკური პრობლემების მოუგვარებლობის გამო საკმაოდ დაცემულია. არჩევნებამდე ჩატარებული წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, მემარჯვენე პარტიები ლიდერობენ.
დღეს სლოვაკები 150 ადგილიან პარლამენტს აირჩევენ. მემარჯვენე პარტიებმა მმართველ სოციალ-დემოკრატებთან კოალიციის შექმნაზე თავიდანვე უარი განაცხადეს. ისინი იმედოვნებენ, რომ საკუთარი მმართველი კოალიციის შექმნას და მემარჯვენე მთავრობის ფორმირებას მოახერხებენ.