ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხსოვნის დღე


ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ამერიკის შეერთებული შტატებშიც წელიწადში ერთხელ სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

კაცობრიობის ისტორიაში ეს ტრადიცია დასაბამს ანტიკური საბერძნეთიდან იღებს,როცა პერიკლემ ათენელებს განუცხადა,რომ ქალაქისთვის დაღუპული გმირები მომავალი თაობებისთვის ჰეროიკული სულისკვეთების შუქურად უნდა ქცეულიყვნენ.

31 მაისს,ამერიკის შეერთებული შტატებში სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს მოიგონებენ და მათ ხსოვნას წუთიერ დუმილს მიაგებენ. ძმათა სასაფლაოებზე პატარა ალმები ფლამანდიის სისხლისფერი ყაყაჩოებივით აფრიალდებიან.

ამერიკელები ხსოვნის დღის ცერემონიალზე სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაცემულ, სხვა ქვეყნის ციხეებში დაკარგულ და შინმოუსვლელ ჯარისკაცებს მოიგონებენ.უმეტესი მათგანი ჭაბუკობის ასაკში პატრიოტიზმისა და თავისუფლების იდეალების დაცვას ემსხვერპლა.ყველა მათგანი ჩრდილოეთ აფრიკაში, ევროპაში,აზიასა და ახლო აღმოსავლეთსი იმ მიზნით იბრძოდა,რომ დანარჩენებს თავისუფალ ქვეყანებში ეცხოვრათ.

ხსოვნის დღე კონკრეტულად რომელიმე ბრძოლას ან თარიღს არ ეძღვნება. ეს ერის მიერ თავისუფლებისთვის დაღუპული თანამემამულეების მიმართ მადლიერების გამოხატულებაა. ეს ნიშანია იმისა,რომ გმირებს სისხლი ამაოდ არ დაუღვრიათ და მათი ხსოვნა მომავალი თაობებში მუდამ დარჩება.

XS
SM
MD
LG