ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბულის ტერაქტებს 7 ადამიანი შეეწირა


ქაბულის ტერაქტებს 7 ადამიანი შეეწირა

უკანასკნელი მონაცემების თანახმად ქაბულში განხორციელებული ტერაქტების შედეგად 7 კაცი დაიღუპა, ხოლო 19 დაიჭრა.

როგორც ნატომ ასევე აშშ-ს საელჩომ განაცხადეს, რომ არავინ არ დაღუპულა ან დაჭრილა მათი შემადგენლობიდან. ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ პრეს-რელიზი გამოაქვეყნა, რომელშიც გმობს ტერაქტებს და მაღალ შეფასებას აძლევს ავღანელ ხელისუფალთა მოქმედებას. როგორც ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს რწმუნებულმა განაცხადა თავდასხმების მიზანი შიშის დათესვა არის.

XS
SM
MD
LG