ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარზაის თალიბებთან მოლაპარაკების არ სჯერა


კარზაის თალიბებთან მოლაპარაკების არ სჯერა

ეს განცხადება ჰამიდ კარზაიმ ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის და სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელმძღვანელის ბურჰანუდდინ რაბანის მკვლელობის შემდეგ გააკეთა.

ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის განცხადებით, თალიბებთან სამშვიდობო მოლაპარაკებას აზრი არა აქვს და ავღანეთმა პირდაპირ პაკისტანის ხელისუფლებასთან უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები.

ეს განცხადება ჰამიდ კარზაიმ ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის და სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელმძღვანელის ბურჰანუდდინ რაბანის მკვლელობის შემდეგ გააკეთა.

რაბანი მკვლელმა შეიყვანა შეცდომაში, როდესაც თალიბების მიერ სამშვიდობო გზავნილის გადაცემის საბაბით მის სახლში შეღწევა მოახერხა.

გაზეთ „უოლ სტრიტ ჯორნალის“ განცხადებით, ავღანეთის ხელისუფლებამ გააუქმა თალიბებთან დაგეგმილი მოლაპარაკება და მომავალ კვირას პაკისტანის და შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან შეხვედრას აპირებს.

XS
SM
MD
LG