ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კომპრომისული ვარიანტი კონგრესში


კომპრომისული ვარიანტი კონგრესში

ვაშინგტონში შეთანხმებამ მსოფლიოს ბირჟები გამოაცოცხლა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვალის აღების ლიმიტის გაზრდის თაობაზე და მთავრობის უსაფრთხოებაზე უპრეცენდენტო ვალდებულების შეუსრულებლობის თავიდან აცილების შესახებ კონგრესის ლიდერებთან შეთანხმებას მიაღწია.

პრეზიდენტ ობამას განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს 1 ტრილიონი დოლარის ხარჯის შემცირებას მომდევნო 10 წლის გამნმავლობაში და ასევე კონგრესში, ორპარტიული ექსპერტთა ჯგუფის ჩამოყალიბებას, რომელიც 1.5 ტრილიონი დოლარის სამომავლო შეზღუდვას განიხილავს.

ექსპერტთა ჯგუფი, ყველა შესაძლო საკითხზე იმსჯელებს, როგორიცაა გადასახადების გაზრდა და ჯანდაცვის პროგრამის მსგავსი სოციალური შეღავათების შემცირება. თუ ამ შემთხვევაში საბოლოო შეთანხმება არ იქნა მიღწეული, მაშინ ავტომატურად მოხდება ხარჯების ჩამოჭრა.

მსოფლიო საფინანსო ბაზარი მიესალმა ვაშინგტონის გადაწყვეტილებას ვალის ზღვარის გაზრდის თაობაზე.

მას შემდეგ რაც, ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და კონგრესს შორის ვალის ლიმიტის გაზრდის თაობაზე შეთანხმება შედგა, ამერიკულ და აზიურ საფონდო ბირჟებზე გამოცოცხლება შეინიშნება; არანაკლები მოგება დააფიქსირეს ევროპულმა ბირჟებმაც.

ოქროს ფასი 15 დოლარით დაეცა და ერთი უნციის გასაყიდმა ფასმა 1,612 დოლარი შეადგინა. ოქრო ინვესტორთათვის მოგების უმთავრესი საშუალებაა. მასსზე ფასის დავარდნა უშუალოდ არსებულ ეკონომკიურ დაძაბულობას უკავშირდება.

ნავთობზე ფასი სულ ცოტა 3 პროცენტით გაიზარდა, რამაც ინვესტორებს დიდი მოგება მოუტანა.

XS
SM
MD
LG