ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდონეზიასთან გემი ჩაიძირა


ინდონეზიასთან გემი ჩაიძირა

ამ დროისთვის 250 მგზავრიდან მხოლოდ 33 გადარჩა

გემი, რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან სამხრეთ აზიისკენ მიემართებოდა, ინდონეზიის სანაპიროსთან ჩაიძირა. კატასტროფა კუნძულ იავასთან მოხდა. გემზე 250 ადამიანი იმყოფებოდა. 200-ზე მეტი მგზავრი ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება. ჯერჯერობით მხოლოდ 33 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ხელისუფლების ცნობით, კატასტროფის მიზეზი უამინდობა იყო. ასევე, პოლიციის განცხადებით, გემი გადატვირთული იყო, რასაც ხის კორპუსმა ვერ გაუძლო. წინასწარი ინფორმაციით, მგზავრების უმეტესობას მიგრანტები წარმოადგენდნენ, მათ შორის ირანიდან და ავღანეთიდან.

XS
SM
MD
LG