კუბის მთავრობის განცხადებით, 38 ჰაიტელი მიგრანტი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში გემის ჩაძირვის შედეგად დაიღუპა.
87 ჰაიტელის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს. მიმდინარეობს გამოძიება, თუ რა მიმართულებით მიემგზავრებოდა მიგრანტებით დატვირთული ხომალდი.
აღსანიშნავია, რომ ჰაიტის მოსახლეობა სამშოლბოს ძალზე ხშირად გაუმართავი გემებითა და ნავებით ტოვებს.
აშშ-ს სანაპიროს დაცვის სამსაახურის განცხადებით, პარაკსევს 100 ჰაიტელი მიგრანტი სამშობლოში მას მერე დააბრუნეს, რაც გადატვირთული გემი ბაჰამის კუნძულების მახლობლად ოკეანეში აღმოაჩინეს.