ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ იორკის მერმა თამბაქოსთან ბრძოლისთვის 220 მილიონი დოლარი გაიღო

ნიუ იორკი ნელ-ნელა ჯანსაღი ქალაქი ხდება. აქ რესტორნებში და ბარებში მოწევა უკვე აკრძალულია. მოწევა აიკრძალა საზოგადოებრივ პარკებშიც. ეს კი ნიუ-იორკის მერის ბლუმბერგის აგრესიული ანტინიკოტინური პოლიტიკის შედეგია. ქალაქში მრავლადაა სარეკლამო ბანერები, სადაც მოსახლეობას მოწევისთვის თავის დანებებისკენ მოუწოდებენ. ბლუმბერგი ამბობს, რომ მისი შენაწირის მიზანია დაარწმუნოს უცხოეთის მთავრობები თამბაქოზე მაღალი გადასახადების დაწესებაში. მისი თქმით, ეს გადასახადები მოწევის მასშტაბებს შეამცირებს. ბლუმბერგი ამბობს, რომ ნიუ-იორკში ერთი კოლოფი სიგარეტი უკვე 12 დოლარი ღირს.

„ჩვენთან არასრულწლოვანთა მხოლოდ 7 პროცენტი ეწევა. მოზრდილებში ეს მაჩვენებელი 14 პროცენტია. ეს ძალიან კარგი ციფრებია იმასთან შედარებით რაც იყო ათი წლის წინ. ამიტომაც, სიცოცხლის ხანგრძლივობა ნიუ-იორკში სამი წლით უფრო მეტია ვიდრე დანარჩენ ამერიკაში,“ - ამბობს ბლუმბერგი. მისი თქმით, მსოფლიოში მწეველთა საერთო რაოდენობის ნახევარი ხუთ ქვეყანაზე მოდის. ესენია ჩინეთი, ინდოეთი, ინდონეზია, რუსეთი და ბანგალდეში.

შარშან ინდოელმა მომღერალმა შაანმა ბოლივუდში მუსიკალური კლიპი გამოუშვა, სახელწოდებით „ნუ ეთამაშებით ჩვენს სიცოცხლეს.“

„ეს ჩვენი კამპანიის ნაწილია და ამის მიზანია ახალგაზრდობას მათ ენაზე ავუხსნათ ნიკოტინის მავნებლობა, რომ მოწევა არ არის ჰეროიზმი,“ - ამბობს შაანი.

თუმცა, ბლუმბერგის მცდელობას საზღვარგარეთ დაბრკოლებები ხვდება. მაგალითისთვის უკრაინა მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში ავსტრალიას უჩივის იმ კანონისთვის, რომლის მიხედვითაც ავსტრალიაში მხოლოდ ის სიგარეტი გაიყიდება, რომელსაც ბრენდის სახელი არ ეწერება. კიევი ირწმუნება, რომ ეს უკრაინული თამბაქოს წარმოებას დააზარალებს. ამავე კანონის წინააღმდეგ გამოდის ცნობილი თამბაქოს მწარმოებელი კომპანია ფილიპ-მორისი.

თუმცა, ნიუ-იორკის მერს ეს წინააღმდეგობები არ აშინებს. ის დარწმუნებულია, რომ მისი შენაწირი მსოფლიოში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

XS
SM
MD
LG