ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი კევინ რადი აცხადებს, რომ ბირმის მომავალ არჩევნებზე დიდ იმედს არ ამყარებს. შეგახსენებთ, რომ ბირმაში 20 წლის განმავლობაში პირველად ტარდება არჩევნები.
ამავე განცხადების თანახმად, არჩევნები ჩატარება დაგეგმილია გარკვეული რეგულაციებისა და აკრძალვების ფონზე, რომელიც შეაფერხებს არჩევნების სამართლიანობას. გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი შაბათს შეხვდა ბირმის პრემიერ მინისტრს და მოუწოდა გამჭვირვალე არჩევნებისკენ.
შეხვედრისას ლიდერებმა ასევე პოლიტ პატიმრების და შინა პატიმრობაში მყოფი აუნგ სანსუჩის გათავისუფლების შესახებ იმსჯელეს.
ბირმის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აუნგ სან-სუჩს 7 ნოემბრის არჩევნების შემდეგ გაათავისუფლებენ.