იემენელი ექიმების განცხადებით, სულ ცოტა 20 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლების მომხრეებმა ცეცხლი გაუხსნეს ანტი-სამთავრობო აქციის მონაწილეებს ქვეყნის დედაქალაქ სანაში.
ავტორიტარული რეჟიმის პირობებში იემენი სიღარიბის და კორუფციის ჭაობშია ჩაფლული, რამაც სახალხო მღელვარება გამოიწვია პრეზიდენტ ალი აბდულა სალეს გადადგომის მოთხოვნით.
აღსანიშნავია, რომ იემენელი დიქტატორის წინააღმდეგ ალ-ყაიდას მეომრებიც იბრძვიან, რომლებიც ქვეყნის ზოგიერთ რაიონს აკონტროლებენ.