ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰააგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მაგალითი იქნება მათთვის, ვინც მომავალში ომის დანაშაულს ჩაიდენს.

ჰააგის სასამართლომ ლიბერიის ყოფილ პრეზიდენტს ჩარლზ ტეილორს ომის და კაცობრიობის წინაშე დანაშაულში დასდო ბრალი.

ტეილორს სულ 11 დანაშაულზე მოუწევს პასუხისგება, რომელიც სიერა ლეონეს სამოქალაქო ომის დროს ჩადენილ მკვლელობას, გაუპატიურებას, სექსუალურ მონობას, დამონებას და ბავშვთა ომში გაწვევას ითვალისწინებს.

სასამართლო პროცესზე ჩარლზ ტეილორმა განაჩენი მშვიდად მოისმინა. იგი პირველი სახელმწიფო პირია 1946 წლის ნიურბერგის პროცესის შემდეგ, ვინც საერთაშორისო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ჩარლზ ტეილორს აქვს უფლება ვერდიქტი გაასაჩივროს.

შეერთებულმა შტატებმა და საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა განაჩენი მოიწონეს და განაცხადეს, რომ ჰააგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მაგალითი იქნება მათთვის, ვინც მომავალში ომის დანაშაულს ჩაიდენს.

XS
SM
MD
LG