ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანური სტრატეგია


ავღანეთში ანტიამერიკული დემონსტრაციები გაძლიერდა

ამერიკელი ჯარისკაცის მიერ ავღანელი მოქალაქეების მკვლელობამ ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო მისიის მიზანშეწონილობაზე დისკუსია წარმოშვა. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ლუის რამირესი არკვევდა.

ავღანეთში ანტიამერიკული დემონსტრაციები გაძლიერდა. ათი წლის წინ ავღანელების უმეტესობა ამერიკელთა შესვლას სიხარულით ხვდებოდა. ავღანეთში შესვლიდან მოკლე ხანში შეერთებულმა შტატებმა ერაყის კამპანია დაიწყო და ავღანეთმა მეორე პლანზე გადაიწია. თუმცა, ამერიკის ისტორიაში ეს ყველაზე გრძელვადიანი კონფლიქტი გაამოდგა.

ვიცე-პოლკოვნიკი დენ ვაგნერი ყოფილი საზღვაო ქვეითია, რომელმაც ავღანეთში ორი წელი იმსახურა.

„ის იყო ოპტიმიზმის და შესაძლებლობების განცდა.ჩვენ იქ რეალურად დავიწყეთ ინფრასტრუქტურის და მთავრობის ფორმირება,“ - იხსენებს ვიცე-პოლკოვნიკი.

ეს ოპტიმიზმი ომის გაჭიანურებამ ჩააქრო. ავღანელთა კეთილგანწყობა მალე პროტესტმა შეცვალა, რაც ამერიკულ ბაზაზე ყურანის დაწვამ და შემდეგ ამერიკელი ჯარისკაცის მიერ მშვიდობიანი ავღანელების მკვლელობამ კიდევ უფრო გააძლიერა.

ვაგნერი ამბობს, რომ ამერიკელთა მიმართ ავღანელების დამოკიდებულება შეცვლილია.

„2011 წელს უფრო მეტი პესიმიზმი შეინიშნება, ვიდრე ადრე. მე ვიტყოდი უფრო მეტი გაურკველობაა და ჩვენი გრძელვადიანი ვალდებულები მიმართ სკეპტიციზმის გაძლიერებულია,“ - ამბობს ვაგნერი.

ამერიკელი სამხედროებისთვის კი ავღანელთა განწყობის შეცვლა ოპერაციების დროს კოშმარის ტოლფასია, რადგანაც ამერიკელები ვისაც მეგობრად თვლიდნენ, ახლა ისინი მტრები არიან. სწორედ ეს ვითარება გახდა მიზეზი, რომ ამერიკელი პოლიტიკოსების ნაწილი ავღანეთიდან სამხედრო ნაწილების ვადაზე ადრე გამოყვანაზე ალაპარაკდა. ისინი აცხადებენ, რომ ამერიკელ ჯარისკაცებში გაძლიერებულია სტრესი და გაუარესებულია ნერვული მდგომარეობა, რაც ინციდენტების მთავარი საფუძველი ხდება.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა თავად ჩაფრინდა ავღანეთში და ამერიკელი სამხედროს მიერ მშვიდობიანი ავღანელების მკვლელობა დაგმო. მან ასევე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამერიკის გეგმა არ შეიცვლება და ავღანეთის უსაფრთხოების ძალები ქვეყანაზე პასუხისმგებლობას 2014 წლის ბოლოსთვის გადაიბარებენ. იგივე დაადასტურა პრეზიდენტმა ობამამაც. მისი თქმით, ამერიკის გეგმებში ავღანეთიდან გამოსვლის შესახებ არავითარი ცვლილება არ არის შეტანილი.

“ჩვენ ამ დროის განმავლობაში ვაგრძელებთ ალ-ყაიდას ხელმძღვანელობის და მათი უსაფართხო თავშესაფრების განადგურებას,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

2014 წლის შემდეგ კი შეერთებული შტატები ავღანეთის ხელისუფლებას სპეციალური ძალებით და უპილოტო სამხედრო აპარატებით დაეხმარება. ამდენად ამერიკელთა თვალსაჩინო სამხედრო ყოფნა ავღანეთის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიცვლება.

XS
SM
MD
LG