ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

''კოსტა კონკორდიას'' რვა მგზავრი იპოვეს


''კოსტა კონკორდიას'' რვა მგზავრი იპოვეს
''კოსტა კონკორდიას'' რვა მგზავრი იპოვეს

გემის ოპერატორისა და ოთხი ოფიცრის მიმართ სარჩელი ჯერჯერობით არ შეტანილა.

იტალიელმა მყვინთავებმა ჩაძირული გემის”კოსტა კონკორდიას” რვა დაღუპული მგზავრის ცხედარი აღმოაჩინეს. მათ შორის ერთერთი 5 წლის იტალიელი გოგონაა.

ბოლო მონაცემებით, გემის მგზავრებიდან 25 დაიღუპა, შვიდი კი დაკარგულად ითვლება.

ოთხშაბათს იტალიელმა პროკურორებმა გემის სამ პასუხისმგებელ პირს ბრალდება წაუყენეს. გემის ოპერატორისა და ოთხი ოფიცრის მიმართ სარჩელი ჯერჯერობით არ შეტანილა.

ცოტა ხნის წინ გემი “კოსტა კონკორდიას” კაპიტანი და მისი პირველი თანაშემწე გემის არასწორი მართვისა და ხომალდის ნაადრევად დატოვების გამო, განზრახ მკვლელობაში დაადანაშაულეს

XS
SM
MD
LG