ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"კოსტა კონკორდიას" გაყვანას 10 თვე დასჭირდება


"კოსტა კონკორდიას" გაყვანას 10 თვე დასჭირდება

ოფიციალური პირების განცხადებით ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული და ნაპირის სრული გასუფთავება წლის ბოლომდე გაგრძელდება

იტალიის ოფიციალურ პირთა განცხადებით ქვეყნის სანაპიროზე მომხდარი უახლესი კატასტროფის ნარჩენებისგან გათავისუფლებამ შესაძლოა ამ წლის ბოლომდე გასტანოს.

კვირას უამინდობის გამო გრანდიოზული საოკეანო ლაინერის საწვავისგან დაცლა ისევ შეჩერდა. ექსპერტების თქმით ეს მხოლოდ საწყისი ეტაპია, იმისათვის რომ "კოსტა კონკორდიამ" კატასტროფის ადგილი დატოვოს. დაზიანებული ხომალდიდან საწვავის ამოტუმბვას სავარაუდოდ ერთი თვე დასჭირდება.

მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გემის რამდენიმე ნაწილად დაჭრა და მისი ნაწილ-ნაწილ გატანა. ოფიციალური პირების განცხადებით ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული და ნაპირის სრული გასუფთავება დაახლოებით 10 თვის მანძილზე გაგრძელდება.

კვირას საწვავის ამოტუმბვასთან ერთად სამძებრო სამუშაოებიც შეჩერდა. 15 ადამიანის კვალს ჯერჯერობით ვერსად მიაკვლიეს.

XS
SM
MD
LG