ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბები საბჭოთა არმიის გასვლის თარიღს ზეიმობენ


თალიბები საბჭოთა არმიის გასვლის თარიღს ზეიმობენ
თალიბები საბჭოთა არმიის გასვლის თარიღს ზეიმობენ

კოალიციის ჯარისკაცების გაყვანა საბოლოოდ 2014 წლისთვის დასრულდება.

თალიბები ავღანეთიდან საბჭოთა კავშირის ჯარების გაყვანის 23 წლისთავს აღნიშნავენ. მათი აზრით, შეერთებული შტატების სამხედრო ძალებსაც ავღანეთში იგივე ბედი მოელის.

თალიბების მიერ გავრცელებულ სადღესასწაულო მიმართვაში აღნიშნულია, რომ ამერიკელებისთვის ეს დღე მაგალითად უნდა იქცეს და მათ, როგორც საბჭოთა არმიამ ავღანეთის ტერიტორია უნდა დატოვონ.

ავღანეთში საბჭოთა კავშირის არმიის გასვლის დღე უქმედაა გამოცხადებული. სატელევიზიო არხები მთელი დღის განმავლობაში 23 წლის წინ საბჭოთა არმიის მიერ ავღანეთის ტერიტორიის დატოვების ისტორიულ კადრებს გადმოსცემენ.

საერთაშორისო კოალიცია ავღანეთში 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ შევიდა. დღესდღეობით ქვეყნის ტერიტორიაზე 130,000 კოალიციის ჯარისკაცი იმყოფება. მათი გაყვანა საბოლოოდ 2014 წლისთვის დასრულდება.

XS
SM
MD
LG