ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალარია ბევრად უფრო საშიშია


მალარია ბევრად უფრო საშიშია
მალარია ბევრად უფრო საშიშია

გასული წლების მონაცემებით, დედამიწაზე მალარიით ყოველწლიურად სამოცდაათიდან ოთხმოც ათასამდე ადამიანი იღუპებოდა.

ახალმა კვლევებმა გამოავლინეს, რომ მალარია ბევრად უფრო საშიში დაავადებაა, ვიდრე ამას მეცნიერები ვარაუდობდნენ.

ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალმა "The Lancet " გამოქვეყნა სამეცნიერო კვლევა, რომლის თანახმადაც, დედამიწაზე 2010 წელს მალარიით 1,2 მილიონი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა უმეტესობა აფრიკის კონტინენტის მაცხოვრებელია.

გასული წლების მონაცემებით, დედამიწაზე მალარიით ყოველწლიურად სამოცდაათიდან ოთხმოც ათასამდე ადამიანი იღუპებოდა. დაავადება ფატალური დასასრულით უმეტესად ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში აღინიშნება.

ახალი კვლევა ბილ და მელინდა გეითსის ფონდმა ჩაატარა. მეცნიერებმა კომპიუტერის საშუალებით, 1980-2012 წლებში მალარიის ისტორიულ მონაცემთა ბაზა შექმნეს.

XS
SM
MD
LG