ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბიუჯეტო შეკვეცა


საბიუჯეტო შეკვეცა

ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ობამას ადმინისტრაცია 2013 წლისთვის სამხედრო სფეროში 525 მილიარდს დოლარს მოითხოვს.

ობამას ადმინისტრაცია აცხადებს, რომ კონგრესს ამერიკის შეიარაღებული ძალებისათვის გამოყოფილი ბიუჯეტის შემცირების მოთხოვნით მიმართავს. საბიუჯეტო შეკვეცის შემდეგ სახმელეთო ძალები ასი ათასი ჯარისკაცით შემცირდება, რაც პენტაგონის ბიუჯეტს მომავალი ათი წლის განმავლობაში ხუთას მილიარდ დოლარს დაუზოგავს.

ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ობამას ადმინისტრაცია 2013 წლისთვის სამხედრო სფეროში 525 მილიარდს დოლარს მოითხოვს. ეს კი 6 მილიარდით ნაკლებია ვიდრე 2012 წლის ბიუჯეტი, რომელიც 30 სექტემბერს იწურება.

თავდაცვის საკითხების ექსპერტი რალფ კოსა, აცხადებს, რომ აღნიშული შეკვეცები მიმდინარე ოპერაციებზე გამოყოფილ დანახარჯებზე ზეგავლენას არ მოახდენს.

XS
SM
MD
LG