ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდაცვის მდივანს ასევე სურს შეამციროს სამხედრო პერსონალის საპენსიო და სადაზღვეო ფონდიც.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავდაცვის ახალი გეგმა, რომლის ბიუჯეტი მილიარდობით დოლარით შემცირდება, საჯაროდ წარადგინა.

პრეზიდენტი ობამა პენგატონში იშვიათ გამოჩენასა და ასევე შეხვედრებს აპირებს თავდავის მდივანთან - ლეონ პანეტასთან და მის ადმინისტრაციასთან.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, პენტაგონი წარმოებულ ომებზე სპეციალურ ანგარიშს მომზადებს, რომელიც აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში შეერთებული შტატების მიერ აღებულ ვალდებულებებსაც მიმოიხლავს და ასევე ერაყის განეიტრალების საკითხზეც იმსჯელებს.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა ჯარისკაცთა რაოდენობისა და სხვა თანამშრომელთა შემცირების გეგმასაც წარმოადგენს. თავდაცვის მდივანს ასევე სურს შეამციროს სამხედრო პერსონალის საპენსიო და სადაზღვეო ფონდიც.

XS
SM
MD
LG