ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბულში 13 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა


ქაბულში 13 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა
ქაბულში 13 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა იკისრეს კამიკაძემ.

ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, კამიკაძემ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული მანქანა ნატოს სამხედრო კოლონას შეაჯახა ქაბულში.

აფეთქების შედეგად ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის 13 ჯარისკაცი დაიღუპა, რომლებიც ამერიკელები იყვნენ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა იკისრეს.

დღესვე ქვეყნის სამხრეთში ავღანეთის არმიის სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა პიროვნებამ კოალიციურ ძალებს გაუხსნა ცეცხლი და ნატოს კიდევ ორი ჯარისკაცი გამოასალმა სიცოცხლეს. თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს მოკლეს.

კუნარის პროვინციის ქალაქ ასადაბადში ავღანეთის უშიშროების სამსახურის შენობა კამიკაძე ქალმა ააფეთქა, რომლის დროსაც სულ ცოტა ორი გუშაგი დაიჭრა.

XS
SM
MD
LG