ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინელები სახელმწიფოს აღიარებას კვლავ მოითხოვენ


პალესტინელები სახელმწიფოს აღიარებას კვლავ მოითხოვენ
პალესტინელები სახელმწიფოს აღიარებას კვლავ მოითხოვენ

პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ამ მოთხოვნით 23 სექტემბერს გაეროს წინაშე გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას გამოვა.

პალესტინელი ოფიციალური პირის განცხადებით, პალესტინელები სახელმწიფოს აღიარების მოთხოვნით, განაცხადს გაეროში მომავალ კვირას შეიტანენ.

ამ ფონზე დასავლელი დიპლომატები ისრაელ-პალესტინელთა სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების მოწოდებით გამოდიან.

პალესტინის ავტონომიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რიად ალ მალკიმ დღეს განაცხადა, რომ პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ამ მოთხოვნით 23 სექტემბერს გაეროს წინაშე გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას გამოვა.

ჯერჯერობით გაურკვეველია, შეეცდება თუ არა აბასი გაეროს უშიშროების საბჭოს თანხმობის მიღებას გაეროს წევრობის სტატუსთან დაკავშირებით, თუ ნაცვლად ამისა, არა-წევრის სტატუსის მიღებას მოითხოვს.

XS
SM
MD
LG