ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინა უკან არ იხევს


პალესტინა უკან არ იხევს

დღეს პალესტინის პრეზიდენტი შეხვდა ეგვიპტის პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაკს და არაბეთის ქვეყნების ლიგის გენერალურ მდივანს ამირ მუსას.

პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ ბაბასი აცხადებს, რომ პალესტინის ოფიცილური პირები არ მიუსხდებიან მოლაპარაკების მაგიდას მანამ, ვიდრე ისრაელი პალესტინის ტერიტორიაზე არ შეწყვეტს დასახლების პროექტს, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმში.

მან იქვე დასძინა, რომ ისრაელის მიერ დასახლებებების მშენებლობა ხელს უშლის პალესტინის, როგორც სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.

თუმცა ისრაელი აცხადებს, რომ წმინდა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში დასახლების მშენებლობასთან დაკავშირებით, პალესტინის არანაირ მოთხოვნილებას არ დააკმაყოფილებს.

შეგახსენებთ, რომ 10 თვიანი მორატორიუმის შემდეგ, პალესტინამ და ისრაელმა მოლაპარაკება ხელახლა წამოიწყეს.

დღეს პალესტინის პრეზიდენტი შეხვდა ეგვიპტის პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაკს და არაბეთის ქვეყნების ლიგის გენერალურ მდივანს ამირ მუსას. ოფიციალურმა პირებმა განიხილეს პალესტინასა და ისრაელს შორის განახლებული მოლაპარაკება და მოლაპარაკების ხელის შემშლელ ფაქტორებზე იმსჯელეს.

XS
SM
MD
LG