ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნორვეგიაში თავდასხმა ორმა შეიარაღებულმა პირმა განახორციელა


ნორვეგიაში თავდასხმა ორმა შეიარაღებულმა პირმა განახორციელა
ნორვეგიაში თავდასხმა ორმა შეიარაღებულმა პირმა განახორციელა

აშშ-ის პრეზიდენტმა დაგმო ნორვეგიაში განხორციელებული ტერორისტული აქტი და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

ნორვეგიის პოლიციის გამოძიების თანახმად, პარასკევს ნორვეგიაში, ერთერთ ახალგაზრდულ ბანაკზე განხორციელებულ თავდასხმაში ორი შეიარაღებული პირი იღებდა მონაწილეობას.

ნორვეგიის სამართალდამცავების მიერ მიმდინარეობს ერთერთი ეჭვმიტანილის ანდრეს ბრეივიკის დაკითხვა. ეჭვმიტანილი ნორვეგიის მოქალაქეა,. როგორც ქვეყნის საინფორმაციო სააგენტო აცხადებს თვითმხილველები აცხადებენ, რომ თავდასხმა ორმა შეიარაღებულმა პირმა განახორციელა.

დაკავებული ეჭვმიტანილი თავდასხმის დროს პოლიციის ფორმით იყო შენიღბული. ახალგაზრდულ ბანაკზე განხორციელებულ თავდასხმის დროს 84 ადამიანი დაიღუპა.

ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ჯენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ქვეყნის ისტორიას მსგავსი ტრაგედია არ ახსოვს. ახალგაზრდული მუშათა პარტიის ლიდერი ესკილ პედერსენი, რომელიც ბანაკში განხორციელებულ თავდასხმას გადაურჩა აცხადებს რომ ტერორიზმი ნორვეგიაში ფეხს ვერ გაიდგამს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დაგმო ნორვეგიაში განხორციელებული ტერორისტული აქტი და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

XS
SM
MD
LG