ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიელი მეამბოხეები დაწინაურდნენ


ლიბიელი მეამბოხეები დაწინაურდნენ
ლიბიელი მეამბოხეები დაწინაურდნენ

სამედიცინო პერსონალის განცხადებით, დაიღუპა 14 და დაშავდა 30 მეამბოხე. .

ლიბიელმა მეამბოხეებმა ტრიპოლის სამხრეთით, ექვსაათიანი დაპირისპირების შემდეგ ორი ქალაქი-ალ-ქავალიში და კიკლა აიღეს. ლიბიის დედაქალაქის აღმოსავლეთით კი მუამარ კადაფის მომხრეებთან შეტაკებებში, ოპოზიციონერმა მებრძოლებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს.

მეამბოხეები გუშინ ქალაქ ზლიტანსაც უტევდნენ, თუმცა მათ ისინი იქ მძიმე საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოხვდნენ. სამედიცინო პერსონალის განცხადებით, დაიღუპა 14 და დაშავდა 30 მეამბოხე.

მეამბოხეთა მიერ კონტროლირებულ ქალაქ ბენღაზიში ჩინელი დიპლომატი ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭს ლიდერებს შეხვდა. ოფიციალურმა პეკინმა ამ შეხვედრას „პარტნიორთან მნიშვნელოვანი დიალოგი უწოდა.“

XS
SM
MD
LG