ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბები გააქტიურდნენ


თალიბები გააქტიურდნენ

თავდასხმა ხაიბერის პროვინციაში მოხდა, სადაც აქტიურად მოქმედებენ მუსლიმანების პარტიზანული რაზმები.

პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით, თალიბმა მეომრებმა პოლიციის საგუშაგოზე მიიტანეს იერიში და სამი ოფიცერი გამოასალმეს სიცოცხლეს.

თავდასხმა ხაიბერის პროვინციაში მოხდა, სადაც აქტიურად მოქმედებენ მუსლიმანების პარტიზანული რაზმები.

2007 წელს პაკისტანელმა თალიბებმა სვატის ველი დაიპყრეს და ქვეყნის დედაქალაქს 100 კილომეტრის მანძილზე მიუხლოვდნენ.

პაკისტანის არმიის კონტრშეტევის შედეგად ასობით მეამბოხე გაანადგურეს, ორი მილიონი ადამიანი კი საომარი მოქმედებების რაიონიდან გაიხიზნა.

XS
SM
MD
LG