ტუნისის ყოფილი პრეზიდენტი ზინე ბენ ალი მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს. ბენ ალის სასამართლო პროცესი დღეს პროცესზე მის დაუსწრებლად დაიწყო.
ყოფილი პრეზიდენტის იურისტი აცხადებს, რომ ბენ ალი იმედოვნებს, რომ ტუნისში ქაოსი მალე დასრულდება. ის ამჟამად საუდის არაბეთში იმყოფება.
ტუნისის ოფიციალურმა პირებმა რამდენიმე სარჩელი შეიტანეს სასამართლოში ბენ ალის წინააღმდეგ. ბრალდებების ნაწილი ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა, მკვლელობა და ნარკოტიკებით ტრეფიკინგია. ბენ ალის საქმეს, როგორც სამოქალაქო სასამართლო, ასევე სამხედრო ტრიბუნალი განიხილავს.