ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის თანადგომა


„ადამიანის უფლებების სტიმულირება და დაცვა ობამას ადმინისტრაციის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს“

- განაცხადა ვაშინგტონში გამართულ ადამიანის უფლებათა კონფერენციაზე მარია ოტერომ. იგი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეა დემოკრატიის და გლობალური ურთიერთობების დარგში.

„პრეზიდენტმა ობამამ და ქალბატონმა კლინტონმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი კურსი დასახეს. კურსი, რომელსაც პარტნიორობა და ორმხრივი პატივისცემა უდევს საფუძვლად“ - ამბობს ის.

ქალბატონი ოტეროს თქმით, ობამას ადმინისტრაცია ადამიანის უფლებების დაწინაურებას სამი გზით ახორციელებს: პირველი - მუსლიმი საზოგადოების მონაწილეობის გაზრდით და სტიმულირებით მთელს მსოფლიოში.

„ახალი ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენ მოწმენი ვართ თუ როგორ შეიცვალა დიალოგი. ის ახლა უფრო ურთიერთთანამშრომლობის და პარტნიორობის ხასიათს ატარებს“

-აცხადებს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე.

მეორე: შეერთებული შტატები სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოხატავს. ხელშეწყობა მოიცავს ისეთ ჯგუფებს, როგორიცაა ქალები, სქესობრივი უმცირესობების წარმომადგენლები, შეზღუდული უნარის მქონე ადამიანები და რელიგიური უმცირესობები.

„ჩვენი მონაწილეობა და ხელშეწყობა პასუხია იმ შეზღუდვებზე და იზოლაციის მზარდ ტენდენციაზე, რომელსაც ეს ჯგუფები მსოფლიოს მრავალ რეგიონში განიცდიან“

-განაცხადა ქალბატონმა ოტერომ.

შეერთებული შტატები სპეციალურ სასიცოცხლო მნიშვნელობის ფონდს აწესებს, რომელიც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს გადაუდებელ დახმარებას აღმოუჩენს. საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობოები ერთობლივი ძალისხმევის შედეგად შეძლებენ წინ აღუდგნენ რეპრესიულ ღონისძიებებს.

და მესამე: შეერთებულმა შტატებმა გაზარდა თანამშრომლობა მრავალეროვან პარტნიორებთან და ორგანიზაციებთან, რომლებიც ახლადშექმნილ დემოკრატიულ სახელმწიფოებში მოქმედებენ.

ჩვენ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარიატს შევუერთდით. ჩვენი ინიციატივით გაეროში პირველად შეიქმნა სპეციალური მომხსენებლის პოსტი, რომელიც მსოფლიოში შეკრების და გაერთიანების უფლებებს დაიცავს. ჩვენ ასევე გავაფართოვეთ მრავალმხრივი მონაწილეობის პრაქტიკა, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი იარაღი. შეერთებული შტატები აგრძელებს ბრძოლას მოძველებული სტანდარტების გარდაქმნისთვის, რომლებიც ადამიანის უფლებებს საფრთხეს უქმნიან. არ არსებობს თავისუფალი საზოგადოება, რომელშიც მთავრობა ან ხალხი ჩაგრავს ნაკლები ძალაუფლების და გავლენის მქონე უმცირესობებს“

- ამბობს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე. როგორც პრეზიდენტმა ობამამ მარტში ბრაზილიაში ვიზიტის დროს განაცხადა:

„როდესაც ქალი ან მამაკაცი მშვიდობიანად მოითხოვს საკუთარი უფლებების დაცვას, დედამიწაზე ჰუმანურობა ვითარდება. სადმე რომ თავისუფლების ლამპარი აინთება, მთელი სამყარო უფრო განათებული ხდება“.

XS
SM
MD
LG