ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აიოვადან ნიუ-ჰემპშირამდე


აიოვადან ნიუ-ჰემპშირამდე
აიოვადან ნიუ-ჰემპშირამდე

რესპუბლიკელების საარჩევნო მარათონის გადამწყვეტი ეტაპი

რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის აიოვას შტატში კოკუსის სისტემით პირველი გამარჯვებული გამოვლინდა. მასაჩუსეტის ყოფილმა გუბერნატორმა მიტ რომნიმ კონკურენტები დაჯაბნა და აიოვას კოკუსის ფავორიტად დასახელდა. საარჩევნო პროცესის დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯიმ მელონი არკვევდა.

კოკუსის ღამე რიკ სანტორუმისთვის საკმაოდ გრძელი აღმოჩნდა.

„თქვენ პირველი ნაბიჯი გადადგით ქვეყნის დასაბრუნებლად“

მაღალი რეიტინგი ქონდა მასაჩუსეტის ყოფილ გუბერნატორს მიტ რომნის. მას გამოკვეთილ ფავორიტად განიხილავდნენ.

„ეს ამერიკისთვის გამარჯვების ღამეა. ჩვენ ამერიკას სწორ გზაზე დავაბრუნებთ“

სამეულში იყო ასევე ტეხასელი კონგრესმენი რონ პოლი.

„თქვენი მცდელობით მე მეხმარებით, რადგან რასაც აკეთებთ ამის გწამთ.“

თუმცა ტეხასელი გუბერნატორ რიკ პერისთვის, კონგრესმენი მიშელ ბაქმანისა და ყოფილი სპიკერ ნიუტ გინგრიჩისათვის ეს ღამე იმედგაცრუებით დასრულდა.

აიოვას ქალაქებში ამომრჩევლები კოკუსის ადგილებში ადრიანად შეიკრიბნენ. ხმების დათვლა პატარა ოთახებშიც მიმდინარეობდა.

სამონა ჯოი ინტესი თავის მეზობლებს რიკ სანტორუმის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. კოკუსის დაწყებამდე ის სიტყვითაც გამოვიდა.

„ჩვენ ძლიერი კანდიდატის გამარჯვება გვსურს, რომელიც ბარაკ ობამას დაამარცხებს და სახელმწიფოს ძლიერი ხელმძღვანელი იქნება“

სოციოლოგი ფრენკ ლუნცი ამბობს, რომ აიოვას შედეგებს რესპუბლიკელთა კამპანიაზე აუცილებლად ექნება გავლენა.

„საინტერესოა, რომ რესპუბლიკელები უფრო მეტად ერთმანეთის დამარცხებას ცდილობენ, ვიდრე პრეზიდენტის. ეს კი საქმეს არ წაადგება,“ - ამბობს ფრენკ ლუნცი.

კოკუსის წინ პრეზიდენტმა ობამამ აიოვას შტატის დემოკრატებს მიმართა. როგორც პარტიის ადგილობრივმა ხელმძღვანელმა დები ვოსერმან შულცმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტი ობამა მზადაა ნებისმიერ გამარჯვებულ რესპუბლიკელს დაუპირისპირდეს.

„ჩვენი მიზანი საშუალო ფენისთვის ბრძოლა და ეკონომიკის გაუმჯობესებაა და რესპუბლიკელებს კი ჩვენი წარსულში დაბრუნება და ეკონომიკური კატასტროფა სურთ“

რესპუბლიკელთა საარჩევნო მართონის შემდგომი არენა კი ნიუ-ჰემპშირში იქნება, სადაც მიტ რომნი უდავო ფავორიტია.

XS
SM
MD
LG