ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტივ ჯობსის გახსენება


სტივ ჯობსის გახსენება
სტივ ჯობსის გახსენება

გარაჟიდან დაწყებული ნოვაცია

56 წლის ასაკში ეფლის კომპიუტერის დამფუძნებლი სტივ ჯობსი გარდაიცვალა. მისი ცხოვრების დეტალების გახსენებას „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი მარიამა დიალო შეეცადა.

სტივ ჯობსი სამუდამოდ დარჩება ადამიანად, რომელმაც ტექნოლოგია ყველასთვის ადვილად ხელმისაწვდომი გახადა.

„ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ შევქმნათ პროდუქტი, რომელიც უბრალოდ მშვენიერია და რომელიც შეიძლება ხალხს უნდოდეს. ზოგჯერ ჩვენ მართლები ვართ,ზოგჯერ ვცდებით,“ - განაცხადა თავის დროზე სტივ ჯობსმა.

თუმცა, ის უფრო ხშირად მართალი იყო. იყო დრო როცა მსოფლიოში, გერმანიიდან ჩინეთამდე მომხმარებლებისვის ეფლის პროდუქცია საკმარისი არ იყო, თუმცა ეს ნელნელა შეიცვალა. ფრენსის ლუნი ჰონგ კონგში ტექნოლოგიების ანალიტიკოსია:

„სტივ ჯობსმა თვისობრივად შეცვალა მუსიკის ჩამოტვირთვის, ტელეფონების და კომპიუტერების გამოყენების წესი,“ - ამბობს ფრენსის ლუნი.

სტივ ჯობსი 1955 წლის 24 თებერვალს დაიბადა. ის გაიზარდა კალიფორნიის იმ ნაწილში, რომელიც შემდგომში სილიკონის ველის სახელით გახდა ცნობილი და ამერიკული ტექნოლოგიების ცენტრად იქცა.

სტივ ჯობსის გახსენება
სტივ ჯობსის გახსენება

1974 წელს ჯობსმა თავის გარაჟში მეგობარ სტივ ვოზნიაკთან ერთად პირველი ეფლის კომპიუტერის შექმნაზე დაიწყო მუშაობა.

„საოცარია, რომ მან შეძლო ამერიკული კომერციული დიზაინის თავიდან ბოლომდე შეცვლა. ის შესაძლოა ისეთი ინდუსტრული გიგანტების გვერდით განვიხილოთ, როგორებიც იმ დროს იყვენ ტომას ედისონი და ჰენრი ფორდი,“ - ამბობს პარსონსის დიზაინის სკოლის პროფესორი დევიდ კეროლი.

ბრუკლინის მცხოვრები ჟაკლინ რეგო ამბობს, რომ ეფლმა ტექნოლოგიების მიმართ ადამიანთა დამოკიდებულება შეცვალა.

2004 წელს სტივ ჯობს პანკრიასის სიმსივნეზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარეს. ოპერაციის შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში ჯობსი გადანერგილი ღვიძლით ცხოვრობდა.

„ხუთი თვის წინ მე ღვიძლის გადანერგვა გავიკეთე. ამჟამად 20 წლის ადამიანის ღვიძლი მაქვს,“ - განაცხადა ჯობსმა.

დოქტორი მეთიუ უოლში კლივლენდის კლინიკაში ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელია. მისი თქმით, ეს არის ავადმყოფობა რომელიც ბრუნდება, ვრცელდება და ძალას გაცლის.

სტივ ჯობმსა ეფლის კომპანია აგვისტოში დატოვა, რითაც მომხმარებლებში გაჩნდა შიში, რომ კომპანია მის გარეშე გაჩერდებოდა. თუმცა, ბევრი სხვაგვარად ფიქრობდა. ჯობსის გარდაცვალებადე ერთი დღით ადრე ეფლმა ახალი აიფოუნი გამოუშვა. „სტივის ბრწყინვალება, ძალა და ენერგია უამრავი ინოვაციის წყარო იყო, რამაც ჩვენი ცხოვრება გაამდიდრა და უკეთესი გახადა,“ - ნათქვამია კომპანიის სამძიმარში.

სტივ ჯობსის ხსოვნას სპეციალური განცხადება მიუძღვნა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. მისი თქმით სტივი უდიდეს ამერიკელ ნოვატორთა შორის დარჩება. „თავისი გარაჟიდან პლანეტის ერთერთი ყველაზე წარმატებული კომპანიის შექმნით, სტივმა ამერიკული გამოგონების სული წარმოაჩინა,“ - განაცხადა ობამამ.

დღეიდან კომპანია ეფლი ცხოვრებას სტივ ჯობსის გარეშე აგრძელებს, თუმცა მისი სახელი ეფლის უცვლელ თანამდევ სიმბოლოდ იქცა.

XS
SM
MD
LG