ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰუმანიტარული კრიზისი სომალიში


ჰუმანიტარული კრიზისი სომალიში
ჰუმანიტარული კრიზისი სომალიში

ბავშვების 40 პროცენტი საკმარისი რაოდენობის საკვებს ვერ იღებს

გაეროს ლტოლვილების სააგენტოს განცხადებით, გვალვებისა და ძალადობის შედეგად სომალის მოსახლეობის ერთი მეოთხედი, ანუ დაახლოებით 7.5 მილიონი ადამიანი იძულებული იყო საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა და ქვეყნის შიგნით ან საზღვარგარეთ არსებულ ლტოლვილთა ბანაკებისთვის შეეფარებინა თავი.

საერთაშორისო დახმარების ორგანიზაციები მსოფლიო თანამეგობრობას სომალიში ჰუმანიტარული კრიზისის შესამსუბუქებლად ძალისხმევის გააქტიურებისკენ მოუწოდებენ.

გაეროს ლტოლვილების სააგენტოს განცხადებით, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ლტოლვილების ახალ ნაკადთან დაკავშირებით. ეთიოპიასა და კენიაში ჩასული სომალელი ბავშვების 40 პროცენტი საკმარისი რაოდენობის საკვებს ვერ იღებს.

ბავშვების ნაწილი შიმშილით ისეა დასუსტებული, რომ ლტოლვილთა ბანაკში მისვლიდან 24 საათის განმავლობაში ისინი იღუპებიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ბანაკში მისვლისთანავე მიეწოდებათ.

XS
SM
MD
LG