ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველ არასამთავრობოთა გზავნილი


ქართველ არასამთავრობოთა გზავნილი
ქართველ არასამთავრობოთა გზავნილი

დევნილების გამოსახლების პროცესზე მონიტორინგს გლუკთან ერთად რამდენიმე საერთაშორისო და ქართული ორგანიზაცია ახორციელებდა.

8 ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გუშინ განცხადება გააკეთა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს საპროტესტო წერილით მიმართა. ასეთი აღშფოთების მიზეზად UNHCR-ის ოფიციალური მოსაზრებები გახდა, რაც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა და დევნილთა გამოსახლების პროცესის მონიტორინგის შედეგები ასახა.

არასამთავრობოთა ჯგუფი, მათ შორის ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი, კავკასიის ქალთა ქსელი, „მრავალეროვანი საქართველო“, კოალიცია სამოქალაქო განვითარებისთვის, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, მიიჩნევენ, რომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ დადებული ანგარიში რეალობასთან შეუსაბამო სირბილით გამოირჩევა.

გოგი ხუციშვილი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გლუკმა ასეთი რბილი ანგარიში ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე გამოაქვეყნა.

დევნილების გამოსახლების პროცესზე მონიტორინგს გლუკთან ერთად რამდენიმე საერთაშორისო და ქართული ორგანიზაციაც აკვირდებოდა. მათ შორის, დანიისა და ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ევროკომისია, ასევე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

XS
SM
MD
LG